კურსის მასალა
 

სასწავლო კურსი - „საპარლამენტო კონტროლი“ განკუთვნილია საქართველოს პარლამენტის აპარატის თანამშრომლებისათვის და ემსახურება მათი საქმიანობის ხელშეწყობას, პროფესიული ცოდნის გაღრმავებას.

სასწავლო კურსის მიზანია, მსმენელი გაეცნოს საპარლამენტო კონტროლის ძირითადი მექანიზმების სამართლებრივ საფუძვლებს, შეისწავლოს თითოეული მათგანის არსი, განხორციელების წესი და პროცედურა.

კურსის ფარგლებში მსმენელი დაეუფლება, როგორც თეორიულ ცოდნას საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების შესახებ, აგრეთვე საშუალება ექნება გაეცნოს მათი გამოყენების პრაქტიკულ მხარეს.

სასწავლო კურსი შედგება სულ 11  მოდულისგან და ყოველი მოდულის გავლა შესაძლებელია მხოლოდ წინა მოდულის წარმატებით დასრულების შემთხვევაში:

1. პარლამენტის წევრის კითხვა

2. ინტერპელაცია

3. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ყოველწლიური მოხსენება და საქართველოს პრემიერ-მინისტრის ანგარიში

4. თანამდებობის პირის პლენარულ სხდომაზე გამოცხადება და  მოსმენა/მინისტრის საათი

5. საპარლამენტო კონტროლი დროებითი კომისიების მეშვეობით

6. საქართველოს მთავრობისთვის ნდობის გამოცხადება

7. საქართველოს მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადება

8. თემატური მოკვლევა

9. კომიტეტის სხდომაზე თანამდებობის პირების დასწრება

10. ნორმატიული აქტების აღსრულების კონტროლი

11. თანამდებობის პირთა უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა და იმპიჩმენტი

 

სასწავლო კურსის დასრულების შემდეგ მსმენელს მიღებული ექნება ცოდნა საპარლამენტო კონტროლის მექანიზმებთან დაკავშირებულ ყველა ძირითად საკითხზე.

ამასთან, სასწავლო კურსი დაეხმარება მსმენელს, მიღებული ცოდნის პრაქტიკულ გამოყენებაში.

 

მაქსიმალური შეფასება - 100%

დადებითი შეფასება - სასწავლო მოდულის საგამოცდო ტესტი ჩაბარებულად ითვლება, თუ მონაწილემ დააგროვა მაქსიმალური  შეფასების 51% და მეტი

უარყოფითი შეფასება - სასწავლო მოდულის საგამოცდო ტესტი არ ითვლება ჩაბარებულად, თუ მონაწილემ დააგროვა მაქსიმალური შეფასების 51%-ზე ნაკლები

გამოცდის გადაბარება - მაქსიმალური შეფასების 51%-ზე ნაკლების დაგროვების შემთხვევაში, მონაწილეს აქვს ერთხელ გადაბარების უფლება

სერტიფიცირება - სასწავლო კურსის დასრულების შემდეგ, მონაწილეს გადაეცემა ელექტრონული სერტიფიკატი

აღწერა
ენა: ქართული სასწავლო რესურსები: ლექცია, ვიდეო ლექცია, ტესტი, ფინალური გამოცდა
ხანგრძლივობა: 25 სთ კურსის ტიპი: თვით-რეგისტრირებადი
დონე: დამწყები აუცილებელი ინსტრუმენტები: ინტერნეტში ჩართული კომპიუტერი
დაშვების წინაპირობა: არ გააჩნია